ევროპარლამენტის პრეზიდენტი რობერტა მეცოლა ოფიციალური ვიზიტით უკრაინაში იმყოფება. ამის შესახებ ინფორმაცია მან სოციალურ ქსელში თავად გაასაჯაროვა.
რობერტა მეცოლას თქმით, უკრაინა უარს ამბობს დანებებაზე და ღირებულებების დასაცავად ყველაფერს აკეთებს, აქედან გამომდინარე მათი ადგილი ევროკავშირშია.
"კარგია უკრაინაში დაბრუნება.
იმ მამაც ადამიანებთან, რომლებმაც შთააგონეს მსოფლიო.
იმ გმირებთან, რომლებიც უარს ამბობენ დანებებაზე.
მათთან, ვინც ყველაფერი შესწირა ჩვენს ღირებულებებს.
ევროპელებთან, რომელთა სახლი ჩვენს ევროკავშირშია“, - წერს მეცოლა.
ამ ტიპის ბევრი რეზოლუცია გვინახავს, ამ რეზოლუცი...
ევროპარლამენტის საგარეო ურთიერთობების კომიტეტმა...
ვღელავ საქართველოში ოპოზიციონერი ლიდერების ...
პოლონეთის საელჩო თავის მოქალაქეებს აფრთხილებს, ...
შინაგან საქმეთა მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა ...
Mana press